top of page

კონფიდენციალობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

რედაქცია 1.1.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს Document.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა Document.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ Document.ge-ს საშუალებით, ელექტონული კომუნიკაციის, ტელეფონიწ ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

1. მონაცემის დამმუშავებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში მითითებები Document.ge-ზე (შემდგომში „ჩვენ“/„ჩვენი“) ნიშნავს შპს კონსტრა პარტნერსის (ს/კ: 405462084; შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ ვებ-გვერდს მისამართზე Document.ge („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

2. დოკუმენტის ადრესატი. წინამდებარე დოკუმენტი გამიზნულია Document.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი ვებ-გვერდით სარგებლობაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად.

3. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს: ჩვენ ვიყენებთ ე.წ მზა ჩანაწერებს - Cookies და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით. ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა: • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება  • მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა; • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა; • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია

4. ჩვენსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:

4.1. მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისთვის;

4.2. ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;

4.3. თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;

4.4. მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;

4.5. საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების შეტყობინებები და სხვა.

4.6. თქვენის მიერ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების კონტროლისთვის. • ჩვენ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;

4.7. ჩვენი პარტნიორების ხარისხის კონტროლისა და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;

4.8. ახალ პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტად; • ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებისთვის;

4.9. თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;

4.10. ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;

4.11. დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;

4.12. ჩვენი და ჩვენი მომხმარებელირებლების რისკების მართვისთვის;

4.13. ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის; • ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;

4.14. სხვა ლეგიტიმური მიზნებით.

5. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ? თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. Document.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:

5.1. პერსონალური მონაცემები;

5.2. მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით სარგებლობისას, თქვენი მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენ შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.

5.3. ნებაყოფლობითი ინფორმაცია: ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.

5.4. ლოგ-ინ ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია: სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ვებგვერდის დომენის სახელი, საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს, UI გასაუმჯობესებელი ვებ-გვერდზე ქცევის მონიტორინგი და ა.შ.).

5.5. ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ: თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენციაა. მაგ. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად და გამოვავლინოთ ხომ არ იყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაკავშირებული თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, AI და ა.შ.)  ან შევამოწმოთ თუ რომელ კავშირს იყენებთ  VPN-ს თუ Proxy-ს.

5.6. ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციის გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა(მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.

5.7. არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დაიდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.

5.8. აპლიკაციის გამოყენების შედეგად გენერირებული ინფორმაცია - სერვისის მუდმივი მონიტორინგის და გაუმჯობესებისთვის ჩვენ ვახდენთ თქვენს მიერ გენერირებული დოკუმენტების დროების და შესაბამისი მონაცემების/ინფორმაციის შენახვას და მათ ანალიტიკურ ანალიზს, თქვენზე მორგებული შემოთავაზებების, სისტემის ზოგადი ხარისხის და სხვა პარამეტრების მონიტორინგისთვის.

6. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს? თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ Document.ge-ს მომხმარებელირებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

7. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს? საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ Document.ge-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:

7.1. თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;

7.2. სამართალდამცავ ორგანოებს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;

7.3. მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ(ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;

7.4. მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

7.5. მომსახურების პროვაიდერებს- კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;

7.6. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.

8. თქვენთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, ვებგვერდებთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით(პირდაპირი მარკეტინგი), ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისარგებლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით.

9. ონლაინ უსაფრთხოება: მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.

10. გარე ბმულები: გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე გამავალ ბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკები და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის წარმოდგენა გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენთვის მიკუთვნებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ვებგვერდების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. რისკი არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, ნდობამდე და რაიმეს შეძენამდე დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს.

11. თქვენ უფლება გაქვთ:

11.1. მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

11.2. მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

11.3. მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: (ა) გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე„კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. (ბ) მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; (გ) მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

11.4. მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ: (ა) სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; (ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას; (გ) მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით; (დ) მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა; (ე) ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;

11.5. წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;

თქვენი უფლებების შეზღუდვა: თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

12. ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში: დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

13. გამოყენების პირობები: თქვენ მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

14. თქვენი ვალდებულებები: მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, მომსახურების მიღების მიზნით კომპანიისთვის გაცემული ნებისმიერ საკონტაქტო და/ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ აღნიშნულის შესახებ.

15. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ამ დოკუმენტში მოცემული ნებისმიერი დათქმის მიუხედავად, მომხმარებელი სრულად აცნობიერებს, რომ გადახდებთან და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება Document.ge-სგან დამოუკიდებელი იურიდიული პირების მიერ. კერძოდ, ონლაინ გადახდების უზრუნველყოფა ხორციელდება Unipay-ის გადახდის სისტემით, ხოლო იმ სერვერების დაცვას და მენეჯმენტს, რომელზეც განთავსებულია Document.ge და აპლიკაციის პორტალი, ასევე თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესანახი სერვერები ახორციელებს Wix.com LTD, Zoho Corporation, Google Inc. ასევე გარე კონტრაქტორები რომელთა სიის განახლება ხდება საჭიროებისამებრ.

bottom of page