top of page
Search

LegalTech Lab

  • 11 hours ago
  • 1 min read

ლიგალტექ ლაბი (LegalTech Lab) არის ინტერდისციპლინური კვლევითი, საგანმანათლებლო და კლინიკური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სამართლის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებებს. ლაბი ოპერირებს მისამართზე LegalTech.edu.ge


ლაბი ბაზირებულია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, თბილისში. ორგანიზაციულ, ოპერაციულ და ტექნიკურ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ლიგალტექ პლატფორმა Document.ge აკადემიურ პარტნიორებთან კოორდინაციით.


ლაბის ხელმძღვანელია შალვა ჯოხარიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში LegalTech-ის მიმართულების და ლიგალტექ პლატფორმა Document.ge-ის დამფუძნებელი.


LegalTech Lab ლიგალ ტექ ლაბი ლეგალ ტექ ლაბი

ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და არ გასცემს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ხარისხებს. ყველა სასწავლო კრედიტი ადმინისტრირდება პარტნიორი აკრედიტებული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების მიერ.


ლაბი მუშაობს რვა მიმართულებით: ინტერდისციპლინური განათლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, გამოყენებითი კვლევები, პრაქტიკული ექსპერიმენტები, პროტოტიპირება, პროცესების ანალიზი, უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობა და რეალური ამოცანების გადაჭრა.


 
 
bottom of page