top of page
Search

მინდობილობა

ხშირია სიტუაცია, როდესაც ფიზიკურად ვერ ვესწრებით მნიშვნელოვან გარიგებას, ვერ მივდივართ ბანკში ან უბრალოდ გვსურს, რომ ჩვენი საქმე სხვა ადამიანმა მოაგვაროს. ასეთ დროს მინდობილობა შეუცვლელი სამართლებრივი ინსტრუმენტია.


თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ არასწორად შედგენილმა მინდობილობამ შეიძლება სერიოზული ფინანსური ზიანი ან სამართლებრივი პორობლემები შეგიქმნათ. ამ სტატიაში აგიხსნით, რა უნდა გაითვალისწინოთ მინდობილობის გაცემისას და როგორ დაიზღვიოთ თავი გაუგებრობებისა თუ შეცდომებისგან.


1. მინდობილობის ძირითადი სახეები

სანამ დოკუმენტს შეადგენთ, უნდა განსაზღვროთ, რა მასშტაბის უფლებას ანიჭებთ სხვა ადამიანს. პრაქტიკაში მინდობილობა იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

  • გენერალური მინდობილობა: ეს არის ყველაზე ფართო უფლებამოსილება. ამ დროს თქვენს წარმომადგენელს (რწმუნებულს) შეუძლია განკარგოს თქვენი ქონება, მართოს საბანკო ანგარიშები და მიიღოს გადაწყვეტილებები თქვენს მაგივრად. გაფრთხილება: ეს ყველაზე სარისკო ფორმაა და ის მხოლოდ უკიდურესად სანდო პირზე უნდა გაიცეს.

  • სპეციალური მინდობილობა: გაიცემა კონკრეტული ტიპის მოქმედებების შესასრულებლად გარკვეულ ვადაში. მაგალითად: სასამართლოში წარმომადგენლობა, ბინის გაქირავება ან კომპანიის დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულება.

  • ერთჯერადი/რავალჯერადი მინდობილობა: გამოიყენება მხოლოდ ერთი კონკრეტული მოქმედებისთვის. მაგალითად: ამანათის აღება, კონკრეტულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ან ავტომობილის განბაჟება.


2. რა უნდა გაითვალისწინოთ შედგენისას?

იმისათვის, რომ მინდობილობა ვალიდური იყოს და ზუსტად გამოხატავდეს თქვენს ნებას, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • უფლებამოსილების ფარგლები: ეს ყველაზე კრიტიკული ნაწილია. მოერიდეთ ზოგად ფრაზებს. თუ გსურთ, რომ პირმა მხოლოდ მანქანა მართოს და არა გაყიდოს, ეს მკაფიოდ უნდა ეწეროს. თუ უფლებას აძლევთ გაყიდოს ბინა, მიუთითეთ რა პირობებით უნდა გაყიდოს (ფასი, მყიდველის ვინაობა და ა.შ.), ასევე დააზუსტეთ აქვს თუ არა მინდობილ პირს უფლება მიიღოს თანხა, თუ ანგარიშსწორება პირდაპირ თქვენთან უნდა განხორციელდეს.

  • მოქმედების ვადა: მინდობილობა შეიძლება გაიცეს კონკრეტული ვადით (მაგ: 1 წლით), კონკრეტული მოქმედების შესრულებამდე (მაგ: ქონების გაყიდვისთვის) ან უვადოდ. რეკომენდებულია ყოველთვის მიუთითოთ გონივრული ვადა.

  • გადანდობის უფლება: გსურთ თუ არა, რომ თქვენმა ნდობით აღჭურვილმა პირმა ეს უფლება სხვას გადასცეს? გაითვალისწინეთ, რომ თუ პირს მიანიჭებთ შეუზღუდავ გადანდობის უფლებას, თქვენ აღარ გექნებათ პირდაპირი კონტროლი იმაზე თუ ვის გადაეცემა თქვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება.

  • ფორმის დაცვა: გაითვალისწინეთ, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მინდობილობები (ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა) აუცილებლად საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას. სხვა შემთხვევაში (მაგ: კომპანიის შიდა წარმომადგენლობა), შესაძლოა საკმარისი იყოს მარტივი წერილობითი ფორმა.

 

3. მთავარი რისკები

  • უფლებამოსილების გადამეტება: თუ მინდობილობა ბუნდოვანია, წარმომადგენელმა შეიძლება ისეთი ქმედება განახორციელოს, რაც თქვენ არ გსურდათ (მაგალითად, აიღოს სესხი თქვენს სახელზე).

  • გაუქმების სირთულე: მინდობილობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა, თუ მინდობილმა პირმა უკვე განახორციელა მოქმედება (მაგალითად, გააფორმა ხელშეკრულება), ამის შეცვლა რთულია.

  • ინტერესთა კონფლიქტი: არის რისკი, რომ წარმომადგენელმა იმოქმედოს არა თქვენი, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ დოკუმენტი არ შეიცავს შესაბამის შეზღუდვებს.

 

4. შეადგინეთ გამართული დოკუმენტი Document.ge-ზე

ხშირად ადამიანები იყენებენ ინტერნეტში მოძიებულ ძველ შაბლონებს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან ისინი ვერ ითვალისწინებენ ინდივიდუალურ საჭიროებებს და კანონმდებლობის ცვლილებებს.

Document.ge გაძლევთ საშუალებას, შექმნათ მინდობილობის ტექსტი სწრაფად და მარტივად:

  • ზუსტი ფორმულირება: ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, რომ არ გამოგრჩეთ აუცილებელი პუნქტები.

  • უფლებების კონტროლი: თქვენ თავად ირჩევთ, რა უფლებას ანიჭებთ პირს და რას უკრძალავთ, რაც გამორიცხავს გაუგებრობებს.

  • მზა ტექსტი ნოტარიუსისთვის: მაშინაც კი, თუ მინდობილობა სანოტარო წესითაა დასამოწმებელი, Document.ge-ზე გამზადებული, თქვენს ინტერესებზე მორგებული ტექსტით მისვლა დაგიზოგავთ დროს და თავიდან აგაცილებთ სტანდარტული, თქვენთვის პოტენციურად საზიანო შაბლონების ხელმოწერას.

გამოიყენეთ გამართული დოკუმენტები – შეადგინეთ მინდობილობა Document.ge-ს დახმარებით.


 
 
bottom of page