ნასყიდობის ხელშეკრულება
- shjokharidze
- Jan 23
- 2 min read
ნებისმიერი ქონების შეძენა ან გაყიდვა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, ყიდით ბინას, ავტომობილს თუ ტექნიკას, სიტყვიერი შეთანხმება ყოველთვის საკმარისი არ არის. ნასყიდობის ხელშეკრულება არის ის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იცავს თქვენს ინტერესებს და ამცირებს სამომავლო გაუგებრობების და შესაბამისად - დავების რისკს.
ამ სტატიაში განვიხილავთ ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად ტიპებს, მნიშვნელოვან დეტალებსა და იმ საფრთხეებს, რომელთა თავიდან აცილებაც სწორად შედგენილი დოკუმენტით შეგიძლიათ.
1. ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი სახეები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის რამდენიმე სახეობას ითვალისწინებს. სწორი ტიპის შერჩევა გადამწყვეტია თქვენი მიზნებისთვის:
ჩვეულებრივი ნასყიდობა: ყველაზე გავრცელებული ფორმა, როდესაც მყიდველი იხდის თანხას, ხოლო გამყიდველი გადასცემს მას ქონებას საკუთრებაში.
ნასყიდობა გადახდის განვადებით: ამ დროს ქონება მყიდველს გადაეცემა, თუმცა საფასურის (ან მისი ნაწილის) გადახდა ხდება მოგვიანებით, ან სულაც ნაწილ-ნაწილ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა: გამყიდველი იტოვებს უფლებას, გარკვეული ვადის განმავლობაში უკან დაიბრუნოს (გამოისყიდოს) გაყიდული ნივთი წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ეს ფორმა უფრო ხშირად უძრავ ქონებაზე ან კომპანიის წილებზე გამოიყენება.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხელშეკრულების შედგენისას?
არ აქვს მნიშვნელობა, მყიდველი ხართ თუ გამყიდველი, ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი შემდეგი დეტალები:
ნასყიდობის საგანი: დეტალურად აღწერეთ რას ყიდით/ყიდულობთ.
- უძრავი ქონების შემთხვევაში აუცილებელია საკადასტრო კოდის და ზუსტი მისამართის მითითება. ასევე უნდა დაზუსტდეს თუ აქვს ქონებას რაიმე უფლებრივი შეზღუდვა/დატვირთვა (მაგალითად: რეგისტრირებული იპოთეკა, სერვიტუტი და ა.შ.);
- ავტომობილის შემთხვევაში — VIN კოდი, მოდელი და სახელმწიფო ნომერი. ასევე თუ ავტომობილი მეორადია, სასურველია დაზუსტდეს ყველა ის ხარვეზი/დეფექტი, რაც ავტომობილს გაყიდვის მომენტში გააჩნია.
ფასი და გადახდის წესი: დააფიქსირეთ ზუსტი თანხა და ვალუტა. თუ გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, მიუთითეთ ანგარიშის ნომერი და გადახდის ვადები. ხოლო თუ ფასი განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, დააზუსტეთ ანგარიშსწორების კურსი (მაგ: სებ-ის კურსი და ა.შ.).
ნივთის ნაკლი: გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, რომ ნივთზე არ ვრცელდება მესამე პირთა უფლებები (მაგ: არ არის დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული).
მხარეთა პასუხისმგებლობა: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი თანხას დროულად არ გადაიხდის? ან თუ აღმოჩნდება, რომ ნივთი დაზიანებულია? წინასწარ გაწერილი პირგასამტეხლო ან უზრუნველყოფის მექანიზმები ამარტივებს დავის გადაჭრას.
3. ძირითადი რისკები და მათი პრევენცია
არასწორად ან ზედაპირულად შედგენილი ხელშეკრულება შეიცავს რამდენიმე მთავარ რისკს:
უფლებრივი ნაკლი: შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ქონება ყადაღადადებულია ან მასზე სხვა პირს აქვს პრეტენზია.
ფარული დაზიანებები: ხშირად ნივთის ვიზუალური დათვალიერება საკმარისი არ არის. თუ ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული გარანტიები, მყიდველი შესაძლოა დაზარალდეს.
ფორმის დაუცველობა: გახსოვდეთ, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია მხოლოდ წერილობითი ფორმით და საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.
4. როგორ გეხმარებათ Document.ge?
კვალიფიციური ხელშეკრულების გასაფორმებლად იდეალური გზაა კვალიფიციური იურისტის დახმარება, რაც ბუნებრივია საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია. ამიტომ, ადამიანების უმეტესობა თავისით ცდილობს სხვასახვა გაურკვეველი შაბლონის გამოყენებით/ჩასწორებით დოკუმენტის შექმნას ან AI ინსტრუნმენტების გამოყენებით ხელშეკრულების აწყობად და ძირითადად სწორედ ეს "კუსტარული" გამოსავალი ხდება გაუგებრობების, შეცდომების და სამართლებრივი პრობლემების ძირითადი მიზეზი. Document.ge გთავაზობთ ბევრად უფრო გამართულ, სწრაფ და იაფ გამოსავალს:
სამართლებრივი სიზუსტე: ჩვენი პლატფორმა დოკუმენტს არ ქმნის AI-ის გამოყენებით, პლატფორმა მუშაობს წინასწარ განსაზღვრული მოდელებით, რომლებზეც კვალიფიციური იურისტების გუნდს აქვს ნამუშევარი. თუმცა, პლატფორმა არც უბრალოდ შაბლონების გენერატორი - სისტემა აგებულია კომპლექსურ ალგორითმზე სადაც 22000 ვარიაციის წყალობით თქვენ ქმნით თქვენს საჭიროებებზე მორგებულ დოკუმენტს - სწრაფად, მარტივად და იაფად.
დროის და ფინანსების დაზოგვა: თქვენ არ გჭირდებათ იურისტთან ვიზიტი. ხელშეკრულების შედგენა შესაძლებელია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ბევრად უფრო ბიუჯეტურ ფასად.
მორგებული პირობები: სისტემა საშუალებას გაძლევთ თქვენით, ნულიდან ააწყოთ ნებისმიერი დოკუმენტი და მოარგოთ ის თქვენს ინდივიდუალურ პირობებს (განვადება, პირგასამტეხლო და ა.შ.), რის შედეგადაც იღებთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მზა დოკუმენტს.
სიმარტივე: პლატფორმა განკუთვნილია იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც არ აქვთ იურიდიული განათლება.
ნუ დატოვებთ თქვენს ქონებასა და ფულს დაუცველს. შეადგინეთ გამართული ნასყიდობის ხელშეკრულება Document.ge-ზე დღესვე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.document.ge/faq ან იხილეთ ვიდეო:
