შრომითი ხელშეკრულება
- Jan 26
- 2 min read
ბიზნესის სწორად მართვა მხოლოდ ხარისხიანი სერვისი და კარგი გაყიდვები არ არის - ბოლო წლებში გამკაცრებულმა შრომის კანონმდებლობამ და შრომის ინსპექციის გააქტიურებამ დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომელსაც ბევრი ბიზნესი ყურადღებას არ აქცევდა - შრომითი დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონთან.
ქართულ ბიზნესში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ თუ თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა აქვს მენეჯმენტს, საბუთები მეორეხარისხოვანია. ეს შეცდომა კომპანიებს შეიძლება ათასობით ლარის ჯარიმად დაუჯდეთ.
რა შრომითი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეს კომპანიას?
იმისათვის, რომ შრომის ინსპექციასთან პრობლემები არ შეგექმნათ, აუცილებელია გქონდეთ გამართული შემდეგი დოკუმენტები:
1. შრომითი ხელშეკრულება (არა „მომსახურების“) ყველაზე გავრცელებული შეცდომაა თანამშრომლებთან „მომსახურების“ (ნარდობის) ხელშეკრულების გაფორმება გადასახადების ან ვალდებულებების თავიდან არიდების მიზნით. გახსოვდეთ: თუ პირი ექვემდებარება თქვენს გრაფიკს და შიდაორგანიზაციულ მითითებებს, ეს შრომითი ურთიერთობაა. არასწორად კვალიფიცირებული ხელშეკრულება დაჯარიმების #1 მიზეზია.
2. შრომითი შინაგანაწესი ეს არ არის უბრალო ფორმალობა. შინაგანაწესი არეგულირებს შვებულებას, შესვენებას, ხელფასის გაცემის წესს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას და უამრავ ისეთ ზოგად თუ სპეციფიკურ დეტალს, რომელიც არ არის გაწერილი შრომითი ხელშეკრულების ძირითად ტექსტში. თუ კომპანიას არ აქვს წერილობითი შინაგანაწესი, რომელსაც თანამშრომელი გაეცნო, კომპანიას არ ექნება პირდაპირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ თანამშრომელს მოთხოვოს აღნიშნული წესების დაცვა და შესაბამისად, მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობა.
3. სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა: კანონი მკაცრად ითხოვს ნამუშევარი დროის აღრიცხვას, რასაც თავისი წესი გააჩნია. თუ არ გაქვთ დანერგილი დროის აღრიცხვის სისტემა, იმის გარდა, რომ შრომით ინსპექციას შეუძლია თქვენი დაჯარიმება, ასევე გიჩნდებათ მნიშვნელოვანი რისკები, რომ თანამშრომელთან ზეგანაკვეთური დროის თუ გაცდენების დასაბუთებასთან დაკავშირებით.

რისკები დოკუმენტაციის არქონისას:
ფინანსური ჯარიმები: შრომის ინსპექციას აქვს უფლება, დააჯარიმოს კომპანია შესაბამისი დარღვევისთვის.
სასამართლო დავები: გაუმართავი ხელშეკრულება თანამშრომელს აძლევს ბერკეტს, მოითხოვოს განაცდური და/ან კომპენსაცია, თუნდაც ის მართალი არ იყოს.
რეპუტაციული ზიანი: არასტაბილური გარემო და სამართლებრივი ბუნდოვანება აფრთხობს კვალიფიციურ კადრებს.
რა არის პირველი ნაბიჯი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად - Document.ge
დოკუმენტაციის მოწესრიგება არ ნიშნავს აუცილებლად ძვირადღირებული იურისტის აყვანას. Document.ge-ს პლატფორმაზე თქვენ შეგიძლიათ თქვენით შეადგინოთ:
საქართველოს შრომის კოდექსთან სრულ შესაბამისობაში მყოფი შრომითი ხელშეკრულება;
თქვენს კომპანიაზე მორგებული შინაგანაწესი;
და სხვა აუცილებელი ოქმები თუ ბრძანებები.

